წარმატებით გრძელდება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასა და საქპატენტს შორის ინსტიტუციური თანამშრომლობა და ამ ეგიდით 18ოქტომბერს მრგვალი მაგიდა გაიმართა, რომელიც ს.ს.ი.პ. საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის –,,საქპატენტის“თავმჯდომარე ნიკოლოზ გოგილიძემ და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრმა ირაკლი ყანდაშვილმა გახსნეს. მრგვალი მაგიდა მიზნად ისახავდა ინტელექტუალური სამართლის კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების პაკეტზე დისკუსიას.